ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ დღეს კარიერა ოფიციალურად დაასრულა. კლაუდიომ პრესკონფერენცია ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ გამართა და როგორც აღნიშნა, ეს ადგილი სპეციალურად შეარჩია.
მარკიზიომ არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა:
„თქვენ უკვე ხვდებით რატომ დავნიშნე პრესკონფერენცია – გადავწყვიტე კარიერა დავასრულო. ეს გააზრებული, მაგრამ რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა. ავირჩიე ეს ადგილი ამ განცხადების გასაკეთებლად, რადგან მინდოდა სახლში ვყოფილიყავი და მინდა „იუვეს“ მადლობა ვუთხრა, რომ მომცა საუშალება ეს პრესკონფერენცია განსაკუთრებულ ადგილზე ჩამეტარებინა.
მოვახერხე ჩემი ოცნების ახდენა, „იუვენტუსის“ მაისურის ტარება. ეს იყო ბიჭის ოცნება, რომელმაც იცოდა, რომ ნიჭი აქვს, მაგრამ ისიც იცოდა, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ იყო და ამისთვის გონება და იღბალიც დასჭირდებოდა. მე მოვხვდი სწორ ადგილას სწორ მომენტში, მატარებლის ბილეთი შემხვდა. გამიმართლა, რადგან შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დამეხმარნენ, წარმოუდგენელი ემოციები მომცეს, როგორც მოედანზე, ის მის მიღმა. საკუთარ თავს ვუთმობდი თითოეულ თამაშს და ვარჯიშს, „იუვენტუსში“, „ემპოლიში“ და „ზენიტში“.
ჩემთვის რთული ზაფხული იყო, რეაბილიტაციის დროს რაღაც შეიცვალა. მოედანზე დაბრუნება მინდოდა, მაგრამ გონება და სხეული საპირისპიროს მკარნახობდა. ასაკი მთავარი არაა, ამაზე მნიშვნელოვანია რას ვგრძნობ შინაგანად. სხვა ქვეყნებიდანაც მქონდა წინადადებები, მაგრამ მინდოდა პატივისცემა არ დამეკარგა. ასე მომწიფდა ეს გადაწყვეტილება.
ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგე, ბევრი ემოცია განვიცადე, რომელიც ყოველთვის ჩემში დარჩება. მინდა პირველ რიგში მადლობა ჩემს ოჯახს გადავუხადო, მეუღლეს და შვილებს, რომლებიც მუდამ ჩემთან ახლოს არიან. ვოცნებობდი ჩემს გუნდში თამაშზე და ამას მივაღწიე ჩემს ოჯახთან ერთად, რომელმაც ასევე მასწავლა, რომ მომავლის არ შემშინებოდა.
უნდა ვაღიარო, რომ ემოციური ვარ, მთავრდება ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი და იწყება მეორე. არ ვიცი რას გავაკეთებ, ამ მომენტში არაფერს გავმორცხავ. ახლა დროს ჩემს ოჯახს დავუთმობ.
სინანული? ყველაზე მეტად გული მწყდება, რომ „იუვენტუსთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, მაგრამ ასევე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის წაგებული ფინალიც უნდა გამოვყო. წელი როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ოცნება ახდა, სერია B-ში დაქვეითების მომენტია, როცა ჩემპიონების გვერდით ვთამაშობდი, რომლებმაც გადაწყვიტეს გუნდში დარჩენა. რომელ მატჩს ვითამაშებდი თავიდან? ბერლინის ფინალს ჩემპიონთა ლიგაზე, „ბარსელონასთან“, მეორე ტაიმის ნაწილიც კი, საკმარისი იქნებოდა…
გამორჩეული გოლი? ყველაზე კარგად „ინტერთან“ გატანილი გოლი მახსენდება 2009 წელს, სხვა სტადიონზე. მშვენიერი და მნიშვნელოვანი გოლი იყო, თანაც ტრავმის შემდეგ. მეორე ადგილზე კი ამ სტადიონზე გატანილ პირველ გოლს გამოვარჩევდი, რითაც გამარჯვებების პერიოდი იწყებოდა.
ჩემი მემკვიდრე? ძნელი სათქმელია, ფეხბურთი იცვლება. ახლა უფრო მეტი შანსი აქვთ ახალგაზრდებს, რომ დიდ გუნდებში ითამაშონ. ჩვენ ვხედავთ სენსის და ბარელას, რომლებიც „ინტერში“ მუდმივად თამაშობენ. იტალიაში ამ მხრივ დიდი სამუშაო ტარდება.
„ინტერი“ – „იუვეს“ მატჩი? ამჯერად „იუვე“ მდევრის როლშია და მაინტერესებს როგორი რეაქცია ექნება. დიდი თამაში იქნება, მე კი „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ვარ. სკუდეტოსთვის ბრძოლა? ვისურვებდი, რომ უფრო დაძაბული სეზონი გამოვიდეს, მაგრამ ჯერ საუბარი ადრე, ბევრი თამაში წინაა“, – თქვა მარკიზიომ.