„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩის მიწურულს არტურო ვიდალი მოედნიდან გააძევეს. „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს ნეაპოლში ფანები განსაკუთრებით აგრესიულად დახდნენ და როდესაც გააძევეს, ფანებმა დედამისს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ვიდალმა კი, მათ შეძახილით უპასუხა – Forza Juve! სოციალურ ქსელში ჩილელის ამ ჟესტს იუვენტინოები დიდი ემოციით გამოეხმაურნენ.
შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა.