ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია DAZN-თან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის, ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლაზე და ჩემპიონთა ლიგაზე.
„ბონუჩის „მილანში“ წასვლა? ერთ-ერთმა სენატორმა გადაწყვიტა სხვა გზის არჩევა და პიროვნული არჩევანისადმი მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა შეგვიძძლია. ეს არის ის, რაც სცილდება გასახდელში შექმნილ ურთიერთობას. მოთამაშეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს, ემოციურ, ოჯახურ და არამხოლოდ სპორტულ დონეზე. ჩვენი ურთიერთობა თუ შეიცვალა? თქვენ შეგიძლიათ ბევრი შემთხვევის გახსენება, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა გუნდურობას აქვს, მხოლოდ გუნდი ახერხებს გამარჯვებას.
გული მწყდება თუ არა, რომ ზედიზედ რვა სკუდეტო ვერ მოვიგე? არა, რადგან რუსეთში მოვიგე მერვე ტიტული. გრძელი გზა გავიარე და ასეთი გამარჯვებების ციკლში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგე, როგორც ჩემმა ბევრმა თანაგუნდელმა. ვუსურვებ მათ, რომ ეს ტიტული მოეგოთ, რადგან არ შეიძლება ასეთი გამარჯვებების ციკლი ისე გავიდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩემპიონობას ვერ მიაღწიონ“, – თქვა მარკიზიომ.