მთავარი / სიახლეები / სერია A / Calciomercato: “იუვეში” დღეიდან ოთხი ადამიანისთვის გამოცდები დაიწყო

Calciomercato: “იუვეში” დღეიდან ოთხი ადამიანისთვის გამოცდები დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ლიონს“ დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი იწყება.

ამასთან დაკავშირებით Calciomercato-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოთხ ადამიანზე, მთავარ მწვრთნელზე და სამ ფეხბურთელზეა საუბარი. გამოცემა წერს, რომ ისინი დღეიდან სეზონის ბოლომდე გამოცდებს ჩააბარებენ და დიდწილად ამის მიხედვით განისაზღვრება მათი მომავალი.

აღნიშნულ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

„იუვენტუსში“ გამოცდების პერიოდი დაიწყო. ანდრეა ანიელიმ ორშაბათს Radio 24-თან საუბარში მკაფიო მესიჯები გაგზავნა, სარის, პარატიჩისა და გუნდის მისამართი. თებერვალში „იუვე“ სამივე ტიტულისთვის ბრძოლაშია, მაგრამ ახლა შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს.

სწორედ ამიტომ, დღეს, „ლიონთან“ მატჩი უკვე პირველი გამოცდაა, განსაკუთრებით ზოგიერთო მოთამაშისთვის, რომლებიც „პარკ ოლიმპიკის“ გაზონზე გავლენ.

სარი – გარდა თავად სარისა, რომლის ბედი უპირველეს ყოვლისა ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, კიდევ სამი ფეხბურთელია დაკვირვების ქვეშ, თითო პოზიციიდან თითო მოთამაშე.

დე ლიხტი – დაცვაში თვალს მატაის დე ლიხტს მიადევნებენ. გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს. ტურინში რთული დასაწყისის შემდეგ ჰოლანდიელმა მოუმატა და ბოლო დროს კარგად, დამაჯერებლად ათამაშდა. ახლა კი, მოვიდა ის დრო, დაამტკიცოს, რომ მასში 75 მილიონი ევრო სამართლიანადაა გადახდილი. შარშან სწორედ პლეი-ოფში გაბრწყინდა მისი ვარსკვლავი და ახლა მისი დონე უნდა დაადასტუროს, რადგან დღევანდელი საღამოდან ყველა შეცდომა შესაძლოა ძვირად დაუჯდეს.

პიანიჩი – ნახევარდაცვაში გამოცდის ქვეში მირალემ პიანიჩია. სეზონის სუპერ დასაწყისის შემდეგ ბოსნიელმა საგრძნობლად მოუკლო და ბოლო ხანს საშინლად თამაშობს. მოწინააღმდეგების კონტრშეტევები და არასრულყოფილი ფიზიკური მდგომარეობა აფერხებს მის სიტუაციას. მირალემისთვის სეზონის საგამოცდო ნაწილი ყოფილი გუნდის, „ლიონის“ წინააღმდეგ იწყება.

დიბალა – და ბოლოს, პაულო დიბალა. გასულ ზაფხულს ტრანსფერზე იდგა, შემდეგ გონსალო იგუაინის შემცვლელი იყო სეზონის დასაწყისში, ახლა კი ძირითადში ადგილი მოიპოვა რონალდუსთან და კუადრადოსთან ერთად. დიბალა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 3 გოლით (უსწრებს რონალდუსა და იგუაინს 2-2 გოლი). „ლიონთან“ მატჩი მისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ აჩვენოს 2019 წლის ზაფხულში მისი გაყიდვის მცდელობა არასწორი ნაბიჯი რომ იყო. რაც შეეხება მომავალს, დაუმტკიცოს, რომ 2022 წლამდე არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებას რომ იმსახურებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …