მთავარი / სიახლეები / სერია A / ვიდალი: “ჩემი განზრახვა სხვა გუნდის ლოგოზე კოცნა არ ყოფილა”

ვიდალი: “ჩემი განზრახვა სხვა გუნდის ლოგოზე კოცნა არ ყოფილა”

“ინტერის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა “იუვენტუსთან” თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ვიდალს “იუვენტუსის” ქომაგები კარგად იცნობენ, ის ტურინში 4 წელი თამაშობდა.

„იტალიის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გოლი გავიტანე და ბედნიერი ვარ. დავამტკიცეთ, რომ იმ გუნდის დონეზე ვართ, რომელიც ზედიზედ 9 წელია სკუდეტოს იგებს. ეს შეიძლება დაგვეხმაროს და უფრო დაგვარწმუნოს. ბედნიერები ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – თქვა ვიდალმა მატჩის შემდეგ.

ჩილელმა მატჩის წინ კიელინის მაისურზე „იუვეს“ ლოგოზე კოცნის შესახებაც გააკეთა განმარტება და ამის შესახებ ინსტაგრამში დაწერა:

„ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა სხვა გუნდის ლოგოზე კოცნა. კოცნა იყო სიყვარულის დამტკიცება ჩემი ძმის მიმართ (კიელინი), რომელთანაც ერთად მშვენიერი წლები გავატარე და ერთმანეთის გვიყვარს. პატივს ვცემ ჩემს გუნდს და ჩვენს გულშემატკივრებს, იმ ხალხს, ვინც მენდო და ამ ლამაზი კლუბის ღირსების დაცვის შესაძლებლობა მომცა. ამისთვის სულს დავტოვებ“, – დაწერა ვიდალმა.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „იუვენტუსში“ 2011-2015 წლებში თამაშობდა და 171 თამაშში 35 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ინტერის“ მაისურით მან სერია A-ში პირველად გამოიჩნა თავი და მანამდე ბოლო გოლი 2015 წლის 2 მაისს, „სამპდორია“ – „იუვეს“ მატჩში ჰქონდა გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …