ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ინტერთან“ მატჩის დაწყებამდე იტალიური მედიასთან ანტონიო კონტეზე, მარიო მანჯუკიჩზე და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.
„კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, მან „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა. სამი სკუდეტოთვის მადლობას ვეუბნებით და ჩვენ ის გვიყვარს. ჩვენთან სამი ფანტასტიკური წელი გაატარა.
ბედნიერი ვარ მარიო მანჯუკიჩის გამო, რომელიც უბრუნდება ფეხბურთს, რომელიც მას ეკუთვნის, თავის დონეს. ყატარი მისთვის კონკურენტუნარიანი არ იყო, ვიცოდი, რომ ევროპაში დაბრუნდებოდა.
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა? ჩვენ დაკომპლექტებულები ვართ. თუმცა, ვაფასებთ მდგომარეობას და თუ შესაძლებლობა გამოჩნდება, ვეცდებით ხელიდან არ გავუშვათ“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება. ტურინულ გუნდს მომდევნო მატჩი 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ბოლონიასთან“ ელოდება.