მთავარი / სიახლეები / სერია A / “ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და „ინტერთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

შჩესნი 6 – პირველ გოლში არაფერი შეეძლო, ალბათ არც მეორეში. დანარჩენ შემთხვევაში კარგად იცავდა კარს.

დანილო 5.5 – ვიდალმა მას აშკარად დაასწრო, ვერ წაიკითხა თამაში.

ბონუჩი 5 – ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის აგვიანებდა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ამ თამაშში ყველაზე მეტად იტანჯებოდა.

კიელინი 6 – „იუვეში“ საუკეთესო იყო. ლუკაკუსთან დუელი ჰქონდა და სხვებთან შედარებით კარგად გამოიყურებოდა.

ფრაბოტა 4.5 – პირლომ მას ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ამ დონეზე ის სირთულეებს აწყდება და უჭის. ვინ იცის, სად იყო, როდესაც მეორე გოლი გავიდა. თუ „ინტერმა“ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ჰაკიმი იყო.

ბერნარდესკი 5 – „იუვე“ ცუდად თამაშობდა და მას შეეძლო თამაშის ხარისხი აეწია, მაგრამ ამჯერადაც ვერ მოხერხედა.

კიეზა 5.5 – ყოველშემთხვევაში ცდილობდა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. ერთადერთი საგოლე მომენტი მას ჰქონდა.

ბენტანკური 5 – „ნერაძურის“ ნახევარმცველებთან ძალიან გაუჭირდა.

რაბიო 4.5 – ნელი რიტმით და პროგნოზირებადი მოქმედებები. აღარ არის ის რაბიო, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო.

მაკკენი 6 – დინამიკა და მონდომება შეიტანა თამაშში, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფრის მომცემია.

რემზი 4.5 – როდესაც საჭიროა, ის ძირითადში თამაშობს. მაგრამ ამჯერად, ალბათ ყველაზე მეტად ის იყო თამაშს გამოთიშული.

კულუშევსკი 5.5 – უელსელზე უკეთ ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

მორატა 4.5 – ის იბრძვის, მაგრამ ვერაფერს პოულობს. შემდეგ ნერვულობაც დაიწყო.

რონალდუ 4.5 – მისგან არაფერი ყოფილა, საერთოდ არაფერი.

პირლო 4 – კონტეს ახალი არაფერი გამოუგონია, მაგრამ „ინტერი“ ამის გარეშეც ახერხებს დომინირებას. „იუვეს“ არასწორი მიდგომა და ყველაფერი არასწორი ჰქონდა. პესიმისტური თამაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …