ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ კლუბის მდგომარეობაზე, კერძოდ მთავარ მწვრთნელებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „იუვემ“ ყველაზე დიდი შეცდომა მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლებით დაუშვა.
„მე ყოველთვის მაურიციო სარის წინააღმდეგი ვიყავი. არ ვდაობ როგორც მწვრთნელის თვისებებზე, მაგრამ ის „ბიანკონერის“ შესახებ ადრე ცუდად საუბრობდა. ამიტომაც, მინდოდა გუნდიდან წასულიყო.
„ინტერთან“ „იუვენტუსი“ არ მომეწონა, კანის გარეშე ითამაშეს. „იუვენტუსის“ მენეჯერი რომ ვყოფილიყავი, მასიმილიანო ალეგრის არასდროს გავუშვებდი. მჯერა, რომ ის საქმეს კარგად გააგრძელებდა. ის არის „იუვეს“ იდეალური მწვრთნელი. ანტონიო კონტე? არა, არ მგონია, რომ მასსა და ანდრეა ანიელის შორის არსებული ურთიერთობა გვაძლევედეს მის სენსაციურ დაბრუნებაზე ფიქრის შესაძლებლობას.
სარის პირლოთი ჩანაცვლება? ანდრეა ანიელის ეს ბრწყინვალე გადაწყვეტილება ცხადია, რისკებს მოიცავდა. აქვე დამატებ, რომ პარატიჩის და ნედვედის მუშაობს მე დიდ პატივს არ ვცემ“, – თქვა კობოლი ჯილიმ.