„იუვენტუსი“ ყოფილმა ფეხბურთელმა ფრანკო კაუზიომ გააკრიტიკა. განსაკუთრებით მან ნახევარდაცვის პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „იუვეში“ ეს რგოლი არ არსებობს.
„ინტერმა“ და კონტემ ყველაფერი კარგად გააკეთეს და „იუვეს“ ნახევარდაცვა არ არსებობდა. ანტონიომ თამაში ტაქტიკურად „იუვეს“ მარცხენა ფლანგზე მოიგო, სადაც ფრაბოტა და რემზი ჰაკიმისა და ბარელას დაუპირისპირდნენ, რომლებიც მოედანზე საუკეთესოები იყვნენ. ამ ფლანგზე „ინტერმა“ „იუვე“ ჩაძირა. სკუდეტო? „ინტერს“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და ვფიქრობ, რომ ფავორიტია.
„იუვეს“ ნახევარდაცვაში იდენტობა არ აქვს. ძალიან ბევრი დაბნეულობაა და პირლოც გამოუცდელია. გუნდის იდენტობა არის ნახევარდაცვა, სადაც „იუვეს“ არ ჰყავს 3 მოთამაშე, რომლებსაც სტაბილურად თამაში შეუძლიათ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ციკლი სრულდება და გუნდმა მნიშვნელოვანი ახალგაზრდები დაიმატა, რომლებიც უნდა გაიზარდნონ, მაგრამ „იუვეს“ ძალზე კონკრეტული იდენტობაც სჭირდება. ეს გუნდი რონალდუსთვის უნდა თამაშობდეს და არა პირიქით. პირლომაც კონკრეტული არჩევანი უნდა გააკეთოს და ნახევარმცველემა თავდამსხმელებს ბურთი უნდა მიაწოდონ“, – თქვა კაუზიომ.
შეგახსენებთ, რომ ფრანკო კაუზიო „იუვენტუსში“ 11 წელი თამაშობდა, ხოლო 1 სეზონი „ინტერში“ გაატარა.