მთავარი / სიახლეები / არიგო საკი: “პირლოს გუნდში სულისკვეთების დაბრუნება მოუწევს”

არიგო საკი: “პირლოს გუნდში სულისკვეთების დაბრუნება მოუწევს”

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდს მოტივაცია დაკარგული აქვს. სწორედ მისი დაბრუნება მოუწევს პირლოსთუ წარმატების მიღწევა სურს.

„ინტერთან“ მატჩი არც ყოფილა. „იუვენტუსი“ ნისლში იშლებოდა და მატჩის შემდეგ პირლომ თქვა, რომ მოედანზე არც გასულან. კონტეს ბიჭებმა დამსახურებულად მოიგეს, ეს ფუნდამენტური გამარჯვება იყო გამარჯვებული მენტალიტეტისთვის, რაც „ნერაძურიში“ ყოველთვის არ ჩანს.

ანდრეა პირლო არის გუნდის მწვრთნელი, რომელსაც ზედიზედ 9 სკუდეტო აქვს მოგებული. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ვიღაცას ძველი სულისკვეთება აღარ ჰქონდეს და ახალწვეულები ჯერ გუნდს ვერ შეეწყვნენ. მოტივაცია ძალასავითაა. შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, ნორმალური და დაბალი. ანდრეას მოუწევს გუნდური სულისკვეთების და ენთუზიაზმის დაბრუნება გუნდში. თუ ამას მოახერხებს. აღმოაჩენს იმ ადამიანურ და ტექნიკურ ღირებულებებს, რომლებიც დღეს დაკარგული ჩანს. ამას მოთმინება დასჭირდება კლუბისა და გულშემატკივრების მხრიდან. ჰერმან ჰესე ამბობდა: ინტელექტი კარგია, მოთმინება უკეთესი“, – თქვა საკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …