ტურინის „იუვენტუსმა“ დღეს კინტინასას ბაზაზე ივარჯიშა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნიკურ (კერძოდ, კომბინაციები, კარში დარტყმები) და ტაქტიკურ მზადებას.
„იუვე“ ხვალ დილით მორიგი საწვრთნელ პროცესს გამართავს, ხოლო ადგილობრივი დროით სამ საათზე „ალიანც სთედიუმის“ საპრესკონფერენციო დარბაზში მასიმილიანო ალეგრი მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 24 თებერვალს, „ბოლონიას“ ესტუმრება. ეს შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.