მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე შესაძლოა დაისაჯოს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, უეფას სადისციპლინო კომიტეტი არგენტინელი სპეციალის უხამს საქციელზე იმსჯელებს, რომელიც „იუვენტუსთან“ თამაშის დროს გამოავილნა.
შედეგად, შესაძლოა სიმეონეს მინიმუმ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს, რაც გულისხმობს, რომ საპასუხო შეხვედრაში სათადარიგო სკამზე არ იქნება. აღნიშნულ საკითხზე უეფას ოფიციალურად განცხადება ჯერ არ გაუვრცელებლია.
შეგახსენებთ, რომ სიმეონემ „იუვენტუსის“ კარში გატანილი პირველი გოლი ემოციურად აღნიშნა და ტრიბუნებს „კვერცები“ აჩვენა. როგორც მატჩის შემდეგ თავად განაცხადა, უნდოდა საკუთარი გულშემატკივრებისთვის ეჩვენებენინა, რომ მის გუნდს ეს ატრიუბუტი გააჩნია და მეტოქის შეურაცხყოფა არც უფიქრია.