მთავარი / სიახლეები / კიელინი: “დასრულებული არაფერია”

კიელინი: “დასრულებული არაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ Tuttosport-თან ისაუბრა. იტალიელმა მცველმა „ატლეტიკოსთან“ ბრძოლაში დარჩენილ შანსებზე გააკეთა კომენტარი:

„იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ არაფერი დასრულებუა. „ატლეტიკოსგან“ ასეთი თამაში სიურპრიზი იყო? არა, ვიცოდით, როგორი თამაში იქნებოდა. არც მეტი, არც ნაკლები ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. თუმცა, ეპიზოდებმა სხვაობა გამოიწვია, ჩვენ ყველამ ცუდად ვითამაშეთ. საპასუხო შეხვედრაში აქტიურად უნდა ვითამაშოთ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებით ყურადღებით სტანდარტულების დროს უნდა ვიყოთ, რადგან „ატლეტიკო“ ყველაზე მეტად ასეთ სიტუაციებშია სახიფათო.

რონალდუ? სუპერ რონალდუ გვჭირდება? დიახ, მაგრამ ასევე სუპერ შჩესნი, დე შილიო, ბონუჩი, კიელინი… საჭიროა ყველამ კარგი თამაში ჩაატაროს. და საჭიროა გოლის გატანა. როდესაც გოლი გადის, შეიძლება თამაშის 4 წუთში შეცვლა, როგორც ეს მადრიდში მოხდა. ფრთხილად უნდა ვიყოთ და უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ.

სიმეონეს ჟესტი? – ჩვენ არ გვაინტერესებს სიმეონე, ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს და არ გვეშინია სიმეონესი“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …