ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მასიმილიანო ალეგრის აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება იმ სტილით, რომელსაც ალეგრი ანიჭებს უპირატესობას, შეუძლებელია.
გარდა ამისა, საკისთვის „იუვეს“ წაგება მოულოდნელი აღმოჩნდა:
„იუვეს“ მარცხი ჩემთვის სიურპრიზი იყო, „ატლეტიკო“ ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ ყოფილა. თუმცა, ევროპაში გამარჯვება მხოლოდ შემტევი, დომინანტური ფეხბურთითაა შესაძლებელი“, – თქვა საკიმ.