ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხმა მასიმილიანო ალეგრის მომავალი „იუვენტუსში“ ბუნდოვანი გახადა. „ბებერი სინიორა“ იტალიის თასსუკვე დაემშვიდობა და თუ ჩემპიონთა ლიგასაც გამოეთხოვა, მაშინ სეზონი ჩავარდება.
კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ ტურინელთა ბოსებს სერია A-ში გამარჯვება შვებას კმაყოფილებას არ მოგვრის. ამიტომ, უკვე დაირხა ხმები, რომ ზაფხულში მასიმილიანო პოსტს დატოვებს.
ბრიტანული Mirror-ის ცნობით, უმუშევრად მყოფი ზინედინ ზიდანი „იუვეში“ მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება და მზადაა წინადადების შემთხვევაში ტურინში დაბრუნდეს. „ზიზუს“ ლონდონის „ჩელსიში“ დანიშვნის ვარიანტიც აქვს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტულია „იუვენტუსში“ დაბრუნება, სადაც 1996-2001 წლებში თამაშობდა.