ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხი „იუვენტუსისთვის“ არამხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზირისთაც დიდი დარტყმა გამოდგა.
იტალიური მედიის ცნობით, მადრიდში წაგების მერე ტურინელთა აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 10%-ით დაეცა. შედეგად, თუ „იუვე“ მეოთხედფინალში ვერ გავა დაახლოებით 10.5 მილიონ ევროს იზარალებს.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.