მთავარი / სიახლეები / ჯიჯი მაიფრედი: “თამაშის სცენარი კიელინის უხეშმა შეცდომამ შეცვალა”

ჯიჯი მაიფრედი: “თამაშის სცენარი კიელინის უხეშმა შეცდომამ შეცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ჯიჯი მაიფრედიმ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეაფასა, როგორც განვლილი თამაში, ისე ტურინელთა შანსი შემდეგ ეტაპზე გასვლასთან დაკავშირებით.

„პირველი ნახევარი საკმაოდ მოსაწყენი იყო, მაგრამ „იუვემ“ დატოვა შთაბეჭდილება, რომ მეტოქეს მეტის გაკეთების საშუალება მისცა. ჩემი აზრით, ეპიზოდი, რომელმაც თამაშის სურათი შეცვალა კიელინის დაშვებული შეცდომაა მოედნის ცენტრში, რასაც დიეგო კოშტას მომენტი მოჰყვა. ფეხბურთელები შეშინდნენ და გუნდმა მთლიანად უკან დაიხია.

ვინ ითამაშა ყველაზე ცუდად? – ერთადერთი ალეგრის შეფასება შემიძლია, მაგრამ იმის თქმაც შემიძლია, რომ ასეთი დიბალა „იუვენტუსს“ არაფერში სჭირდება. ის „პალერმოში“ თავდამსხმელი იყო, თავიდან ტურინშიც, კარიდან 15 მეტრში მოძრაობდა. ახლა კი ნახევარდაცვაში თამაშობს.

როგორ შეიძლება „იუვემ“ „ატლეტიკო“ დაამარცხოს? პიროვნება, ღირსება, ამბიცია იქნება საჭირო „იუვეს“ ფეხბურთელების მხრიდან. არმგონია, რომ ტურინელები ერთი და იგივე გუნდის წინააღმდეგ ორ თამაშს ჩააგდებენ. თუ „ატლეტიკო“ ერთ გოლს გაიტანას, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, მაგრამ უძლიერესი დაცვია და ორიგ გოლის გატანით ყველაფერი შეიძლება. მატჩი დამატებით დროში გადავა და მჯერა, რომ იქ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“, – განაცხადა მაიფრედიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …