დუგლას კოშტა ისევ ტრავმირებულია. Tuttosport-ის ცნობით, ბრაზილიელი შემტევი, რომლის დაბრუნება „ბოლონიასთან“ მატჩში იყო ნავარაუდევი, ხსნეებულ თამაშსაც გამოტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით მოუწევ ისევ უქმობა კოშტას, თუმცა, სამედიცინო შტაბი მიზნად ისახავს, რომ მოედანს „ნაპოლისთან“ დამდეგ კვირაში გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდეს.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „პარმასთან“ ორი კვირის წინ დაშავდა. თავდაპირვლად „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებისთვის მზად უნდა ყოფილიყო, ვარჯიშიც დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს…