ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტის, ჯანი ანიელის მეუღლე და ქვრივი მარელა ანიელი (კარაჩოლო) დღეს დილით ტურინში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
91 წლის მარელას ჯანმრთლების პრობლემა დიდი ხანია აუწხებდა, თუმცა ბოლო დღეებში მის მდგომარეობა გაუარესებული გახლდათ.
მარელა 1927 წლის 4 მაისს, ფლორენციაში დაიბადა. 1952 წელს ჯანი ანიელი გაიცნო, ხოლო ერთი წლის თავზე სტრასბურგში მასზე იქორწინა. მარელასა და ჯანის ქორწინება ზუსტად 50 წელი გაგრძელდა, ჯანის გარდაცვალების დღემდე.
მარელა ანიელი ანდრეა ანიელის ბიცოლა, ხოლო ჯონ და ლაპო ელკანების ბებია იყო. აქვე შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჯანი ანიელი 2003 წელს გარდაიცვალა.