პსჟ-ს თავდამსხმელ მაურო იკარდის „იუვენტუსს“ გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ, მაგრამ ამ ტრანსფერს აქტუალურობა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. Calciomercato-ს ინფორმაციით, არგენტინელის მეუღლეს და აგენტს, ვანდა ნარას იკარდის „იუვენტუსში“ გადაყვანა უნდა.
ნარას სამიზნე მხოლოდ ტურინული გუნდია, მაგრამ პრობლემა „ინტერში“ მდგომაროებს, რომელიც დიდი ალბათობით, კონკურენტ გუნდში გასხვისების წინააღმდეგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ იკარდი „ნერაძურის“ საკუთრებაა და „პარი სენ ჟერმენში“ იჯარით თამაშობს.