მთავარი / სიახლეები / სერია A / კობოლი ჯილი: “დე ლიხტში გადახდილი ფული “იუვეს” გვარდიოლას მოსაწვევად უნდა გამოეყენებინა”

კობოლი ჯილი: “დე ლიხტში გადახდილი ფული “იუვეს” გვარდიოლას მოსაწვევად უნდა გამოეყენებინა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ კლუბში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. კობოლი ჯილი ტურინელთა ხელმძღვანელობას აკრიტიკებს, განსაკუთრებით ფაბიო პარატიჩისა და პაველ ნედვედს. ის მიიჩნევს, რომ გუნდმა მატიას დე ლიხტის შეძენითა და მაურიციო სარის დანიშვნით შეცდომა დაუშვა.

პრეზიდენტობა – მე პრეზიდენტი ყველაზე რთულ პერიოდში გავხდი დოქტორ ფერეტის მოთხოვნით. სერია B-ში დაქვეითების სასჯელი ახალი მიღებული იყო, სეზონის 30 საჯარიმო ქულით უნდა დაგვეწყო, რომელიც შემდეგ ნაწილობრივ შეგვიმცირეს. ბევრი მოთამაშის გაყიდვა მოგვიწია, მათ შორის იყვნენ მსოფლიო ჩემპიონებიც. სერია B დეშამთან მოვიგეთ, მერე კი ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ რანიერისთან ერთად.

„იუვენტუსი“ – როდესაც გუნდში მივედი, პესოტოს უბედური შემთხვევა მოხვდა. ყველას ვთხოვე, რომ ერთად გამაგრებულიყვნენ და წინ ერთად გაგვეგრძელებინა სვლა. რეალურად, „იუვენტუსი“ მყარი კლუბია, ტრადიციებით და წესებით. ანიელიმ მოახერხა რევოლუცია, შექმნა ძლიერი სტრუქტურა და გუნდი. მე გუნდის გულშემატკივარი ვარ, თუმცა ვაკრიტიკებ კიდეც, რადგან მწვრთნელი არ მომწონს.

ტრანსფერები – აზრთა სხვადასვაობა დე ლიხტსა და დემირალს შორის. ჰოლანდიელში დიდი თანხაა გადახდილი, მაგრამ მე ალბათ მას არ შევიძენდი, თუმცა, აქცენტს თურქზე გავაკეთებდი.

„რომა“ – „იუვე“ – კვირას „იუვეს“ ძალიან კარგად მოთამაშე გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელსაც ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. ჩემი აზრით, „რომა“ ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, ამიტომ „იუვემ“ ცივსისხლიანად უნდა ითამაშოს. „ოლიმპიკოზე“ თამაში ძნელია და იქ გასამარჯვებლად იმის დამტკიცებაა საჭირო, რომ გუნდი ხართ, რომელიც ზაფხულში აშენდა.

სარი – მე მაქვს პირადი ანტიპათია და არა ტექნიკური, რადგან როდესაც „ნაპოლის“ წვრთნიდა, „იუვეზე“ სერიოზულ განცხადებებს აკეთებდა. მე გვარდიოლას დავნიშნავდი, დე ლიხტში გადახდილ თანხას „სიტის“ მწვრთნელის მოსაწვევად გამოვიყენდები.

კონტე და ალეგრი – კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ფეხბურთელებს ანგრევს. ალეგრიმ განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა, მაგრამ გუნდიდან პარატიჩიმ და ნედვედმა გაუშვეს, რომლებმაც სატრანსფერი ბაზარზე ფული არამიზნობრივად და ცუდად დახარჯეს. ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი დიბალას, იგუაინის და მატუიდის გაყიდვას აპირებდნენ, რომლებიც ახლა გუნდისთვის ფუნდამენტური მოთამაშეები არიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …