ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი თამაშის შესახებ ისაუბრა.
„ეს რთული თამაში იქნება. ვცდილობთ უწყვეტად კარგად ვითამაშოთ. ზოგჯერ თამაშს განსხვავებულად წარვმართავთ. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც „კალიარისთან“. შესაძლოა შემადგენლობაში როტაციაც. ფონსეკა? სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ ის ერთ-ერთი სიურპრიზი იქნებოდა. კარგი თამაშის მოყვარულია, რომელიც „რომაში“ დაამკვიდრა.
იგუაინი? მასთან შედარებით დიბალა და რონალდუ საჯარიმოში სივრცეებს ქმნიან. აშკარაა, რომ ასეთ სიტუაციებში გონსალოს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს. შეტევაში მაღლი პოტენციალი გვაქვს და კიდევ შეგვიძლია მომატება. დაბადების დღის საჩუქარი? მინდა გუნდმა „რომასთან“ სამი ქულა მაჩუქოს, მაგრამ ჩემს ასაკში საჩუქრებს აღარ ვითხოვ (იღიმის).
დე ლიხტი? უკეთაა, მხრის პრობლემა აღარ არის ისეთი სერიოზული, როგორც ადრე. არსებობს განცდა, რომ თავის ძველ დონეს მალე დაუბრუნდება. ჩვენი გუნდის ხარისხი განსაკუთრებით მაღალია და 2-3 ფეხბურთელის ცვლილება არ მოქმედებს. ხედირა ყველაზე კარგია თავდამსხმელებისთვის თავისუფალი სივრცეების შექმნაში, მაგრამ ცხადია, რომ რაბიოსაც შეუძლია ამის გაკეთება და მომატება“, – განაცხადა სარიმ.
შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 12 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.