მაურო იკარდის მეუღლემ და იმავდროულად აგენტმა ვანდა ნარამ „იუვენტუსში“ შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი ლამაზმანის განცხადებით, თავად იკარდი მიიღებს გადაწყვეტილებას.
„მაურო არასდროს გადავა „იუვეში“? ეს ნამდვილად არ ვიცი, არ ვიცი პარიზში ვიცხოვრებთ თუ მილანში, მაგრამ ფეხბურთში არასდროს უნდა თქვა არასდროს. მაურო არჩევანს თავად გააკეთებს და ჩვენ მის გადაწყვეტილებას ვენდობით”, – თქვა ვანდამ.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი პსჟ-ში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით იმყოფება და არაა გამორიცხული ზაფხულში მისი ტრანსფერი ისევ აქტუალური გახდეს.