გონსალო იგუაინმა დღევანდელ ვარჯიშზე ზურგის ტრავმა მიიღო და მცირე ხნით იუქმებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, საგანგაშო არაფერია, მაგრამ სიტუაციაზე დაკვირვება დღითიდღე უნდა მოხდეს.
ამიტომ, შაბათს, „სპალთან“ მისი თამაშის საკითხი საეჭვოა, რადგან წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა და გარისკვა არ შეიძლება.
„პიპიტას“ ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოეს ხანში დაწვრილებით შეფასდება.