ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ ტელეკომპანია DAZN-თან „იუვეს“ შესახებ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. „პრინჩიპინომ“ აღნიშნა, რომ მაურიციო სარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა სწორი არჩევანი იყო.
„ძველებიდან მხოლოდ ბონუჩი, კიელინი და ბუფონი დარჩნენ? დიახ, მაგრამ ფეხბურთში მრავალფეროვნებასა და ტრადიციას შორის შერწყმა ყოველთვის იყო. ყველა დიდ გუნდში, რომლებმაც შექმნეს დიდი ეპოქები ასე გახლდათ. თუნდაც, „მილანის“ ჰოლანდიელები ან „იუვეს“ ფრანგები. თუმცა „იუვეს“ ნამდვილი სული, მძიმე ბირთვი ყოველთვის დარჩება იტალიელ ფეხბურთელებში.
ჩემი აზრით, სარი კარგი მწვრთნელია და გასულ ზაფხულს სწორი არჩევანი გაკეთედა. ამას დრო სჭირდება, მან „იუვე“ ორი ხანგრძლივი გამარჯვებების ციკლის შემდეგ ჩაიბარა, როგორიც იყო კონტეს და ალეგრის. საბოლოოდ, მნიშვნელობა შედეგებს აქვს. სარი „ნაპოლის“ ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა, „ჩელსიში“ კი სირთულეების მიუხედავად ტიტული მოიგო.
ნახევარმცველის პოზიცია? გამიმართლა, რომ თამაში შემეძლო, როგორც მეძალას პოზიციაზე, ისე დაცვის წინ, გამთამაშებლად ან თავდამსხმელებს უკან. ჩემი როლი პრაქტიკულად Box To Box-ი იყო.
რემზი? „არსენალში“ შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. „იუვენტუსში“ ტრავმირებული მოვიდა და ახლა ცდილობს სხვა ლიგასთან ადაპტირებას. იგივე მე რუსეთშიც დამემართა“, – თქვა მარკიზიომ.