ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „კალიარიდან“ ლუკა პელეგრინის დაიბრუნებს. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელები დაცვის მარცხენა ფლანგზე მხოლოდ ალექს სანდროს იმედად ვეღარ იქნებიან.
ამიტომ დამდეგი სეზონისთვის გუნდს იტალიელი მცველიც შეუერთდება, რომელიც „იუვემ“ გასულ ზაფხულს „რომადან“ შეიძინა და უმალვე „კალიარიში“ გაანათხოვრა.
ლუკას მიმდინარე სეზონში 19 მატჩი აქვს ჩატარებული და 4 საგოლე პასი შეასრულა.