მთავარი / სიახლეები / მესი: “ბუნებრივია, რომ რონალდუს ასეთი სერია აქვს”

მესი: “ბუნებრივია, რომ რონალდუს ასეთი სერია აქვს”

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ Mundo Deportivo-სთან კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. არგენტინელ ფეხბურთელს არ უკვირს პორტუგალიელის გოლების სერია, რომელიც 2020 წელს აქვს.

“რონალდუს გოლების სერია? ნორმალურია, რომ აგრძელებს გოლების სერიას, მტაცებლური თავდამსხმელია, უყვარს გოლების გატანა, გააქვს ყოველჯერზე, როდესაც თამაშობს. როგორც თავდამსხმელს, ბევრი თვისება აქვს, მინიმალურ შანსსაც იყენებს. „რეალმა“ რონალდუს გარეშე ბევრი გოლი დაკარგა. აშკარა იყო, რომ ეს მოხდებოდა. არამხოლოდ გოლები, არამედ კრიშტიანუს მრავალი სხვა რამ მოაქვს. თუ გუნდი კარგავს ისეთ ფეხბურთელს, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს, ეს შესამჩნევი ხდება. მადრიდში დიდი ფეხბურთელები არიან, მაგრამ კრიშტიანუ სეზონში 50 გოლს იტანდა.

ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები “იუვენტუსი”, პსჟ, “ლივერპული” და “რეალი” არიან. ჩვენი მთავარი კონკურენტები სწორედ ეს გუნდები იქნებიან“, – განაცხადა მესიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …