მთავარი / სიახლეები / ვან გაალმა პირლოზე და დე ლიხტზე ისაუბრა

ვან გაალმა პირლოზე და დე ლიხტზე ისაუბრა

ცნობილმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ანდრეა პირლოსა და მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ პირლო საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მწვრთნელობის დაწყება ნულიდან უწევს.

რაც შეეხება დე ლიხტს, ეჭვი არ ეპარება, რომ ჯორჯო კიელინისთან თამაშით ის კიდევ უფრო განვითარდება.

„ეჭვგარეშეა, რომ პირლო უდაოდ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ჰქონდა ხედვა, ტექნიკა, ყველაფერი. ახლა მას დიდი იდეები ექნება და მისი კალიბრის ჩემპიონებს გასახდელში ავტორიტეტი ყოველთვის ექნებათ. თუმცა, ნულიდან იწყებს: საქმე ეხება ხალხის მართვას და ლათინურ კულტურას, რადგან იქაური ფეხბურთელები ჯერ საკუთარ თავზე ფიქრობენ და შემდეგ გუნდზე. პირიქით იშვიათად ხდება. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ყურადღება სწორად უნდა მიაქციოს.

დე ლიხტი? მე უკვე ვთქვი, რომ შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდესდა ამას აკეთებს, ბევრი ითამაშა, მაგრამ ახლა კიელინისთან ერთად კიდევ უფრო გაძლიერდება“, – თქვა ვან გაალმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …