ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტნის, ჯორჯო კიელინის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა იტალიურ მედიაში, სადაც მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მათ შორის, „იუვენტუსზე“, მასიმილიანო ალეგრიზე, კრიშტიანუ რონალუზე, ჩემპიონთა ლიგაზე და საკუთარ თავზე.
„იუვე“ – „იუვენტუსი“ ჩემი მეორე ოჯახია. მე აქ 21 წლის ასაკში მოვედი, განსხვავებული რეგიონიდან, სხვადასხვა ხალხთან. პიემონტის პერსონაჟი ძალიან განსხვავდება ტოსკანისგან და პირველი ზათარი ძალიან რთული და სხვანაირი იყო. შემდეგ ტურინი და „იუვენტუსი“ ჩემი მეორე სახლი გახდა. ისინი დამეხმარნენ ჯერ ადამიანად ჩამოყალიბებაში და შემდეგ ფეხბურთელად ქცევაში.
პოზიციის ევოლუცია – ცენტრალურ ნახევარმცველად ვთამაშობდი, იქიდან ფლანგზე გადავედი, რადგან ფიზიკური ძალა და სირბილი უნდა გამომეყენებინა. ჩემი, როგორც ფლაგის მცველის თავგადასავალი ასე დაიწყო. 20-წლამდე ამ პოზიციაზე ვვთამაშობდი, ხოლო სერია B-დან ცენტრალურ მცველად დავიწყე თამაში, მაშინვე ვიგრძენი თავი მშვიდად და დიდი მნიშვნელობის მოთამაშედ.
ტრავმები – ნებისყოფამ და თავდადებამ უამრავი ჭრილობა და მოტეხილობა გადამატინინა. მუხლი? კარგად ვარ, მაგრამ ეს დიდი გამოწვევა იყო.
ჩემპიონთა ლიგა – ჩემპიონთა ლიგა არის ოცნება, მიზანი, მოდით დავარქვათ ის, რომელიც მოგვწონს. რაღაც, რაც 1996 წლიდან ყველა იუვენტინოს უნდა.
რონალდუ – მას შემდეგ, რაც შევიძინეთ, ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა. არ მეგონა, რომ ჩვენთან გადმოვიდოდა და ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ ჩემპიონთან თამაშის შესაძლებლობა მექნებოდა.
კარიერის დასრულება – ამაზე ვფიქრობ ხოლმე, მშვიდად. ეს რა თქმა უნდა შეცვლის შემც ცხოვრებას, მაგრამ არ მეშინია. საკუთარ თავს ვუყუნებ ლიმიტებს, თუმცა ივიცთ, რომ ეს მოკლევადიანია. მე სიამოვნებას ვიღებ დაბრუნებით და შემდეგ ნელ-ნელა ვნახავთ რა მოხდება.
მაქს ალეგრი – მაქსი ჩემსავით ლივორნოდან არის და ის იყო ერთ-ერთი მწვრთნელი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაზე. ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მომავალში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ლივორნოში ერთმანეთს ისევ შევხვდეთ.