ედინ ჯეკო „იუვენტუსის“ ახალი ფორვარდი იქნება. ეს უკვე გადაწყვეტილია და ლუის სუარესის იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების მიუხედავად, ურუგვაელს ტურინში ბოსნიელი არჩიეს.
Corriere Dello Sport-ის ცნობით, ანდრეა პირლომ ჯეკო ტექნიკური და ტაქტიკური, ასევე ლიდერობის თვისებებით შეარჩია. ამასთან, ფიქრობს, რომ ის მისი სქემის, 3-5-2-ისთვის იდეალური იქნება.
ჯეკო ტრიგორიას ბაზაზე თანაგუნდელებს დაემშვიდობება და შემდეგ ტურინისკენ აიღებს გეზს, 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.