ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო სეზონის დაწყებამდე 48 საათით ადრე დაშავდა. ბრაზილიელი ტრავმის შესახებ ინფორმაცია ტურინელთა ვებგვერდმა გაავრცელა.
ალექს სანდროს მარჯვენა ბარძაყის კუნთის პრობლემა აქვს და არაა გამორიცხული „სამპდორიასთან“ ვერ ითამაშოს. მას ხვალ განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდება და საბოლოო პასუხი გახდება ცნობილი.
იტალიური მედია კი ვარაუდობს, რომ ალექს სანდროს ნაცვლად „სამპდორიას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ლუკა პელეგრინი ითამაშებს.