ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა Ziggo Sport-თან იტალიაში გატარებულ პერიოდზე და ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, „იუვემ“ ნიდერლანდელი 1999 წელს „აიაქსიდან“ ანჯელო პერუცის შემცველლად იყიდა. კარლო ანჩელოტის პერიოდში ორი წელი თამაშობდა „ბებერ სინიორაში“, მაგრამ ბავშვურ შეცდომებს ხშირად უშვებდა და ბევრი დღემდე მას ადანაშაულებს „ლაციოსთან“ (2000 წელს) და „რომასთან“ (2001 წელს) წაგებულ სკუდეტოებში. საბოლოოდ, 2001 წლის ზაფხულში ტურინში გადაწყვიტეს, რომ ვან დერ სარი ჯიჯი ბუფონით ჩაენაცვლებინათ.
„რამდენიმე არჩევანი მქონდა, მანამდე „ლივერპულთან“ მოლაპარაკებები მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ინგლისის ჩემპიონატი ჰოლანდიასთან ახლოს იყო და მე განსხვავებული მჭირდებოდა. „ლივერპულს“ იმ დროს კარგი პერიოდი არ ჰქონდა, „იუვენტუსი“ კი ძალიან მნიშვნელოვანი გუნდი იყო. მოლაპარაკებები კარგად დასრულდა, მითხრეს, რომ სურდათ „აიაქსივით შეტევა უკნიდან დაეწყოთ, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მომხდარა. თამაშის სტილი და ვარჯიში ძალიან განსხვავებული იყო იმისგან, რასაც შეჩვეული ვიყავი. როდესაც თანაგუნდელს პასს ვაძლევდი, მან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა და ბურთს იშორებდა: „ედვინ, შორს დაარტყი ბურთი, აქ შეტევას უკნიდან არ ვიწყებთ“ – მეუბნებოდნენ. არადა, სწორედ ეს იყო ჩემი ძლიერი წერტილი. ამ სიტუაციამ საკუთარი თავის ნდობა დამაკრგვინა, ჩემი ბრალია, რადგან ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებდი. ჩემს თავს არ ვგავდი.
ზიდანი? ბევრს არ ლაპარაკობდა. კომუნიკაცია რთული იყო, რადგან ინგლისური კარგად არ იცოდა, მხოლოდ ფრანგულად ან იტალიურად საუბრობდა. მაგრამ როგორც კი ბურთს ეხებოდა, ყველაფერი იცვლებოდა. ერთხელ ვარჯიშზე „ფიატის“ მანქანით, ჯინსებით, „ლევისის“ თეთრი პერანგით და ადიდასის ფეხსაცმელებით მოვიდა. ეს სრულიად განხსხვავებული იყო სხვა მოთამაშეებისგან, რომლებიც ფერარის მანქანით მოდიოდნენ, „დოლჩე და გაბანა“ და „ვერსაჩე“ ეცვათ. ცხადია მას ჰქონდა ბნელი მხარეც და რამდენიმე წითელი ბარათიც მიიღო ამის გამო, მაგრამ ბურთთან ერთად ფანტასტიკური იყო. უბურთოდ ასეთ ელეგანტური არ ყოფილა“, – თქვა ვან დერ სარმა.
შეგახსენებთ, რომ ედვინ ვან დერ სარი „იუვენტუსში“ 1999-2001 წლებში თამაშობდა (88 მატჩი) და შემდეგ „ფულჰემში“ გადავიდა.