ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ „ბებერ სინიორაში“ ცხოველი იყო და უძლიერესი გუნდი ყავდათ.
„იუვეში“ „ატალანტადან“ გადავედი და ცხოველად ვიქეცი, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მოვიგეთ სკუდეტო, საკონინენტთაშორისო თასი, ევროპის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში წავაგეთ, სადაც „დორტმუნდთან“ ძირითადში ვიყავი.
ნახევარფინალში ამსტერდამში „აიაქსს“ შევხვდით და გავანადგურეთ.. ლიპიმ მენტალობა მოგვცა, ისინი უკან სამი მცველით თამაშობდნენ და ლიპიმ გვითხრა, რომ ბურთს ისინი ვერასდროს გაათამაშებდნენ, რადგან მათ წინააღმდეგ ზიდანი, ვიერი და ამორუზო იმომქედებდნენ. ასეც მოხდა, 25 გოლის გატანა შეგვეძლო, დასაწყისშივე მე და ამორუზომ გავიტანეთ.
ლიპი? საოცარი მენტალიტეტი გადმოგვცა, რასაც გვარდიოლა აკეთებს, 25 წლით ადრე აკეთებდა. ბურთს დავკარგავდით თუ არა, მაშინვე დაბრუნებაზე ვმუშოაბდით. საოცარი ფეხბურთელები გვყავდა: დეშამი, კონტე, დი ლივიო, ტორიჩელი, ფერარა, პესოტო, დი ლივიო არასდროს ცდებოდა, ძლიერები ვიყავით. მე, ამორუზო, იულიანო და მონტერო ახალწვეულები ვიყავითო. ასევე იყვნენ ბოკშიჩი, დელ პიერო, პადოვანო, ზიდანი, იუგოვიჩი, დიმაში, პორინი. „მადონას“ გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამი ფინალი ითამაშა. ძალიან მკაცრი გუნდი იყო. „იუვეში“ ბოლო ექვსი თვე ძალიან მაღალ დონეზე ჩავატაე, შემდეგ მადრიდში წავედი“, – გაიხსენა ვიერიმ.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ვიერი „იუვენტუსში“ 1996-1997 წლებში თამაშობდა და 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა. კარიერაში ყველაზე მეტი ტიტულიც ტურინში მოიგო (სკუდეტო, ევროპის სუპერთასი და კონინენტთაშორისო თასი),ვიდრე სხვა ნებისმიერ გუნდში. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც გოლი არ ჩაუთვალეს.