მთავარი / სიახლეები / ვან დერ სარი: “აიაქსს” “იუვენტუსის” დამარცხება შეუძლია”

ვან დერ სარი: “აიაქსს” “იუვენტუსის” დამარცხება შეუძლია”

ამსტერდამის „აიაქსის“ გენერალური დირექტორი ედვინ ვან დერ სარი „იუვენტუსთან“ მატჩისწინ იმედიანადაა განწყობილი. როგორც ვეტერანმა ჰოლანდიელმა Sky Sport-თან განაცხადა, „აიაქსს“ ტურინული გრანდის დამარცხება შეუძლია.

„იუვენტუსთან“ დიდი ენთუზიაზმით ვითამაშებთ. კმაყოფილები ვართ მეოთხედფინალურ ეტაპზე ყოფნით, „რეალის“ წინააღმდეგ მაღალ დონეზე ვითამაშეთ და იმედი გვაქვს ამსტერდამში „იუვენტუსთანაც“ იგივეს გავაკეთებთ.

ბიჭები დარწმუნებულნი არიან, „იუვეს“ დამარცხება შეგვიძლია. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც გამოცდილებაც დავუუმატეთ, მაგალითად ტადიჩისა და ბლინდის წყალობით.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და ჯერ კიდევ შეგვიძლია ჩემპიონობა. „რეალის“ დამარცხებამ და „ბაიერნთან“ დამაჯერებელმა თამაშმა დიდი რწმენა მოგვცა“, – განაცხადა ვან დე სარმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ პირველი მატჩი 10 აპრილს ჰოლანდიაში გაიმართება, ხოლო საპასუხო ტურინში 16 აპრილს. აქვე გეტყვით, რომ ვან დერ სარი თავის დროზე, 1999-2001 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …