ტურინის „იუვენტუსი“ სანაკრებო პაუზის შემდეგ „ემპოლისთან“ მატჩისთვის მზადებას აქტიურ ფაზას იწყებს. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, დღეს გუნდს ეროვნული ნაკრებებიდან ფეხბურთელთა ნაწილი დაუბრუნდა და მსუბუქად ივარჯიშეს.
ფეხბურთელების დაბრუნება კი ხვალ დღის პირველ ნახევარში დასრულდება. საინტერესოა, რომ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს მატია დე შილიომ და სამი ხედირამ, რომლებიც ტრავმირებულნი იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ემპოლის“ შეხვედრა 30 მარტს გაიმართება.