ცნობილმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ „იუვენტუსში“ მას პროგრესი არ განუცდია.
„არ ვფიქრობ, რომ დე ლიხტი ამ სეზონში უკეთესი იყო, ვიდრე გასულ სეზონში „აიაქსთან“. არ გაუმართლა, რომ კიელინის გვერდით თამაში არ მოუწია, გუნდის ნამდვილი მოთამაშეა. ბონუჩი ასრულებს თავის საქმეს, მაგრამ არ უწევს ორგანიზებას რა უნდა გააკეთოს მატიისმა თამაშის განმავლობაში. კიელინი კი სხვებსაც ეხმარება. ვფიქრობ, რომ დე ლიხტი „რეალში“, „ბარსელონაში“ ან „მანჩესტერ სიტიში“ უფრო მეტს ისწავლიდა. თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში ითამაშებდა, რადგან სერია A ახლა უფრო დაბლაა, ვიდრე ის ქვეყნები, რომლის კლუბები ჩამოთვალე“, – თქვა ვან ბასტენმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსს“ 1 წლის წინ შეუერთდა და 38 მატჩში 4 გოლი გაიტანა.