ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა მორიგი სკუდეტოს მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა აღნიშნა, რომ ორი სკუდეტო მას წარსულში მოპარეს.
„ბედნიერი ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უჯრის დახურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც დაუმთავრებელი დარჩებოდა. მიზანი მქონდა: 10 სკუდეტოს მოგება, რადგან მანამდე ორი მომპარეს (2005, 2006). კმაყოფილი ვარ, რომ ახლა მოვახერხე 10 სკუდეტო ოფიციალურად მქონდეს“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა სკუდეტო 2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 და 2020 წლებში მოიგო, ხოლო 2005, 2006 წლებში კალჩოპოლის გამო ჩემპიონის ორი ტიტული ჩამოართვეს.