„ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩამდე „ხარების“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ ისაუბრა. გამოცდილი იტალიელ სპეციალისტს საშინაო არენის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს.
„შესაფერისი ადრენალინი იქნება საჭიროა. ველოდებით მხარდაჭერას, არამაროტ კურვასგან, არამედ მთლიანად სტადიონისგან. უნდა ვცადოთ ჩვენი თამაში ვაჩვენოთ, მაგრამ ადვილი არ იქნება.
შესაფერისი ენთუზიაზმით უნდა ვითამაშოთ და გავაგრძელოთ სწორი გზით სიარული და ძალიან კონცენტრირებული თამაში გვმართებს.
ალეგრი? – ის იყო ერთ-ერთი მცირერიცხოვანი იმათგან, ვინც წარმატება მისურვა, როდესაც კარგად არ ვიყავი. რაც შეეხება ფეხბურთს, მასზე მისი კარიერა ნათლად ლაპარაკობს“, – აღნიშნა მაძარიმ.
შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.