ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ჟოაუ კანსელუს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, 24 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ქირურგიული ჩარევა წარმატებით ჩაუტარდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი ლაზარეთში 1 თვეს გაატარებს და იტალიური მედიის ვარაუდით, მოედანზე 16 იანვარს უნდა დაბრუნდეს, როდესაც „იუვე“ იტალიის სუპერთასზე „მილანს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კანსელუმ „იუვეს“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი