ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ამსტერდამის „აიაქსის“ ამომავალი ვარსკვლავი მატიის დე ლიხტი დაიმატოს. ესპანური გამოცემა Sport-ი იტყობინება, რომ 19 წლის ფეხბურთელმა კატალონიის „ბარსელონას“ „იუვე“ ამჯობინა.
დე ლიხტი შიშობს, რომ „კამპ ნოუზე“ გადასვლის შემთხვევაში თავის გამოჩენის ნაკლები შესაძლებლობა ექნება და ამიტომ, ტურინული ვარიანტი უფრო ხიბლავს.
„იუვენტუსს“ „აიაქსის“ კაპიტნის შეძენისთვის 80 მილიონი ევროს გაღება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ შეფები დაცვის ხაზის გაახაგაზრდავებას ეშურებიან და ჰოლანდიელითაც ამიტომ დაინტერესდნენ.
მატიის დე ლიხტმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო.
[wpolling id=”2″ width=”” height=””]