ტურინის „იუვენტუსისა“ და მასიმილიანო ალეგრის ურთიერთობა დასასრულთან ახლოსაა. იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ცნობით, იტალიელი სპეციალისტის გუნდს დატოვებს, მაგრამ ეს ინფორმაცია სეზონის დასრულებამდე ოფიციალურად არ დადასტურდება.
შესაბამისად, ალეგრის 5-წლიანი ერა „იუვეში“ სრულდება. იტალიაში „ბებერმა სინიორამ“ მასთან ერთად ყველაფერი მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ორჯერ ფინალი ითამაშა.
მიუხედავად ასეთი სახის იფნორმაციისა, დღესვე გამომრიცხავი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ფაბიო პარატიჩი უარყოფს ალეგრის გუნდიდან წასვლას. რა იქნება რეალურად, ამას ალბათ სეზონის დასრულების შემდეგ გავიგებთ.
თუ ალეგრი წავა ვინ იქნება შემცვლელი, ჯერჯერობით ესეც ღია საკითხია. აქამდე ანტონიო კონტე ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ იტალიელი მილანის „ინტერში“ დასაქმებასთან“ უფრო ახლოსაა.