მასიმილიანო ალეგრის ბედი უახლოეს 48 საათში გაირკვევა. Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ანდრეა ანიელი იტალიელ სპეციალისტს ხსენებულ დროში შეხვდება, სადაც განიხილება მომდევნო სეზონის მიზნები და სატრანსფერო პოლიტიკა.
იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მხარეებს შორის კონტრაქტი (2020 წლამდეა ძალაში) გაწყდება და ალეგრი გუნდს დატოვებს.
მოვლენების ასეთი განივთარების შემთხვევაში ალეგრი უმუშევარი ნამდვილად არ დარჩება, რადგან არაერთ გუნდს უკავშირებენ.
რაც შეეხება „იუვეში“ მის შემცვლელს, იტალიური მედია დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანი ანტონიო კონტე იქნება.