მთავარი / სიახლეები / ვან დერ სარმა დე ლიხტის “იუვეში” გადასვლა გამორიცხა

ვან დერ სარმა დე ლიხტის “იუვეში” გადასვლა გამორიცხა

„აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა მატის დე ლიხტის „იუვენტუსში“ გადასვლა გამორიცხა. ჰოლანდიელი მეკარის განცხადებით, 19 წლის ფეხბურთელი კარიერას ინგლისში ან ესპანეთში გააგრძელებს.

„ვფიქრობ, დე ლიხტი „აიაქსში“ ბოლო თამაშებს ატარებს. ის 12 წლის იყო, როდესაც მოვიდა და მიდის, როგორც დიდი ფეხბურთელი. ალბათ, ინგლისში ან ესპანეთში გადავა“, – თქვა ვან დერ სარმა.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტისთვის „ბარსელონა“, „იუვე“ და მანჩესტერული გუნდები იბრძვიან.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …