მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი დუგლას კოშტა, „იუვენტუსში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. სამხრეთ ამერიკელი ტურინელებს გერმანულ გუნდში განათხოვრებული ჰყავთ და ბრაზილიელის თქმით, ტურინში სიამოვნებით დაბრუნდება.
„როდესაც იტალიაში ჩავედი ძალიან კარგად მოვერგე გარემოს და გულშემატკივრები მალევე შემიყვარდა. იტალიური ენა? ჯერ კიდევ ბევრს ვსწავლობ იტალიელი მეგობრებისგან, რომლებიც მყავს. უცნაურია, მაგრამ მას შემდეგ, რაც იტალია დავტოვე, უკეთ ვლაპარაკობ. ტურინში დიბალასთან ესპანურად ვსაუბრობდი და იტალიურის სწავლის დრო ნაკლებად მქონდა.
„იუვეში“ დაბრუნება? ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს, „იუვესთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ მაქვს. დაბრუნება? სიამოვნებით დავბრუნდები, ეს ქვეყანა ძალიან მომწონს.
ალეგრი? იტალიაში ჩემს პირველ წელს გამიჭრდა ახალი საფეხბურთო სტილის გაგება, მაგრამ მან ამიხსნა როგორ უნდა მეთამაშა იტალიაში, გერმანიისგან განსხვავებული, უფრო დაცვითი ფეხბურთი.
სეზონი? „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „იუვენტუსი“ სერია A-ს. რონალდუ? მას 10 წლის განმავლობაში დიეტოლოგი ჰყავდა, მე ამის გაკეთება არ შემიძლია. ნამდვილად ტაშს იმსახურებს“, – თქვა დუგლას კოშტამ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა შემტევმა „იუვენტუსში“ 2017-2020 წლებში 2013 თამაშში 10 გოლი გაიტანა და მიმდინარე სეზონის წინ „ბაიერნში“ გაანათხოვრეს, რამაც „იუვეში“ ფედერიკო კიეზას ტრანსფერს გზა გაუხსნა.