ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა. მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც მას ბოლო პერიოდში სისტემატურად აწუხებს და სრული დატვირთვით თამაშს ვერ ახერხებს.
ესპანელ შემტევს დასვენება სჭირდებოდა განსაკურნებლად და ვარჯიშიც ამიტომ გამოატოვებინეს. „ვერონასთან“ თამაშს სავარაუდოდ ის უპრობმელოდ მოახერხებს, ყოველშემთხვევაში რამდენიმე წუთით მაინც შეძლებს დატვირთვას.
შეგახსენებთ, რომ მორატასთვის 2021 წელს წარუმატებლად დაიწყო და ჯერ ტრავმა ჰქონდა, მერე კი ფორმაში შესვლა ვერ მოახერხა.