პაულო დიბალა 10 იანვარს „სასუოლოსთან“ მატჩში დაშავდა და მაშინ მისი დაბრუნების საორიენტაციო პერიოდად 20 დღე დასახელდა. თუმცა 40 დღეზე მეტი გავიდა და არგენტინელს მუხლი ისევ სტკივა.
სწორედ ამიტომ, ფეხბურთელმა და ტურინული კლუბის სამედიცინო შტაბის წევრები ბარსელონაში გაფრინდნენ, პროფესორ რამონ კუგატთან კონსულტაციისთვის.
ამ დროისთვის არ არის არანაირი გარანტია იმისა, როდის დაბრუნება დიბალა მოედანზე. შეიძლება ეს „ვერონასთან“ შაბათსაც მოხდეს, მაგრამ შეიძლება კიდევ საკმაო ხანით იუქმოს. უფრო მეტი დეტალი ალბათ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.