მორიგი ახალი ცნობები ტურინიდან. Tuttosport-ის ბოლო ინფორმაციით, „იუვენტუსში“ ანტონიო კონტე დაბრუნდება.
იტალიელ სპეციალისტის ფაბიო პარატიჩი ლობირებს და მიუხედავად იმისა, რომ ანდრეა ანიელის ფავორიტი ზინედინ ზიდანია, „იუვეს“ ყოფილი კაპიტანი დაუბრუნდება.
კონტეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შემთხვევაში გუნდში ანდრეა პირლოც დაბრუნდება, რომელიც მისი ასისტენტი იქნება.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ბოლო პერიოდში ალეგრის შესაძლო მემკვიდრეებზე ყოველდღე ახალი ცნობები ვრცელდება და რეალობას მხოლოდ მომავალი გამოაჩენს.