მთავარი / სიახლეები / დეკო: “იუვე” თუ “ატლეტიკოს” დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

დეკო: “იუვე” თუ “ატლეტიკოს” დაამარცხებს, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს”

ვეტერანი პორტუგალიელი ფეხბურთელი დეკო სოუზა კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ შესახებ იტალიურ მედიასთან საუბრობს.

მისი თქმით, რონალდუ ტურინულ გუნდში სწორ დროს გადავიდა, ხოლო „იუვენტუსი“ თუ „ატლეტიკოს“ ბარიერს დაძლევს, ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს.

„იტალიურ ფეხბურთში მისი სწრაფი ადაპტაცია ჩემთვის გასაკვირი სულაც არაა. კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და სამაგალითი პროფესიონალო. ვფიქრობ, „იუვენტუსში“ საუკეთესო მომენტსა და ასაკში მივიდა.

„იუვე“ „ატლეტიკოსთან“ 0:2-ს ამოქაჩავს? თუ „იუვე“ ამ ქამ-ბექს მოახერხებს, დარწმუნებული ვარ ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს. მჯერა ეს იქნება დიდი ძალის დემონსტრირება, რომელიც ფინალს იმსახურებს“, – განაცხადა დეკომ

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატლეტიკოს“ შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში, 12 მარტს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …