ტურინის „იუვენტუსი“ ერთდღიანი დასვენების შემდეგ კონტინასას ბაზაზე დაბრუნდა და ვარჯიშები განაახლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „უდინეზესთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელსაც პარასკევს დაუპირისპირდება.
კვლავ ინდივიდუალურად ივარჯიშა დუგლას კოშტამ, რომლის დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია.
ტურინში დაბრუნდა სამი ხედირა, რომელსაც მორიგი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. კარდიოლოგიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გერმანელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და სავარაუდოდ მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსისა” და “უდინეზეს” შეხვედრა 8 მარტს გაიმართება, თბილისის დროით 23:30 საათზე.