უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ტურინის „იუვენტუსისა“ და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ Goal-თან საუბრობს.
ლეგენდარული უკრაინელის განცხადებით, რონალდუ „იუვეს“ ძალიან კარგად მოერგო, ხოლო ტურინულები ყოველწელს პროგრესირებენ.
„ბოლო 5 წელიწადში „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ ითამაშა და ეს მნიშვნელოვანი შედეგია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ფინალში გამარჯვება ძალიან რთულია. გუნდის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამტკიცებს, რომ კლუბი იზრდება ყოველწლიურად. ბოლო 7-8 წელია იტალიაში საუკეთესო გუნდია, რომელმაც შექმნა პროექტი, ჯგუფი.
რონალდუ? ეს იყო მისი აჩევანი და ის დიდ ჩემპიონატში ძალიან კარგად თამაშობს. თამაშობს გუნდისთვის და გარდა ამისა, გოლების გააქვს. ვხედავთ, რომ ძალიან კარგად მუშაობს“, – თქვა შევჩენკომ.